12:27 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 17:45:09, 1068 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი - თუ მიზანი „ქართული ოცნების“ გაშვებაა და ამის საშუალებად ქურდი კეზერაშვილი მიგაჩნია, აქედან არაფერი გამოვა

თუ მიზანია, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ გაუშვა და ამის საშუალებად მიგაჩნია მექრთამე, ქურდი კეზერაშვილის ფული, აქედან არაფერი გამოვა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის შევა კომუნიკაციაში ისეთ ადამიანებთან, ვისაც ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" გაშვება სურს, მაგრამ არ აქვთ მიზნად "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება.

"ახლა ზოგიერთი მექრთამე სიტუაციური მოკავშირეა, მაგალითად, კეზერაშვილი. ეს ჩემთვის აუხსნელია. ამ ადამიანმა ჯარს ფული მოპარა და მას ფული როგორ უნდა გამოართვა და ერთობაში შეხვიდე?  როცა დამფინანსებელი მექრთამეა და ფული მოპარა არმიას, მასთან არანაირი კონტაქტი არ უნდა გქონდეს და ამ საქმისგან არაფერი გამოვა. ხშირ შემთხვევაში, მიზანს საშუალებები გვაშორებს. თუ მიზანია, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ გაუშვა და ამის საშუალებად მიგაჩნია მექრთამე, ქურდი კეზერაშვილის ფული, აქედან არაფერი გამოვა. მათთან ვისაუბრებ, ვისაც უნდა, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ წავიდეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics