03:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 13:26:40, 605 ნახვა

საზოგადოება
გენერალურმა პროკურორმა ბაჰრეინის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი შოთაძე ბაჰრეინის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ბაჰრეინის გენერალურ პროკურორს ალი ალბუაინაინს, ბაჰრეინის სამეფოს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს და უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე, თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი,და ბაჰრეინის ​ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ბაჰრეინის გენერალურმა პროკურორებმა ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და ეფექტიან სისხლისსამართლებრივ დევნას, გამოცდილების გაზიარებას და მხარეებს შორის რეგულარული კომუნიკაციის მექანიზმების შექმნას.

შეხვედრაზე მხარეებმა დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოში სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, - აღნიშნულია საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics