06:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 17:16:25, 1074 ნახვა

საზოგადოება
ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს

რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს. 

როგორც გამოცემის ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე წერს, ჟურნალისტი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თვითმფრინავში დააბრუნეს. 

"ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შვეჩენკო საქართველოში არ შეუშვეს. მიზეზის ახსნის გარეშე. ახლა მას თვითმფრინავში აბრუნებენ",- წერს ეკატერინე კოტრიკაძე. 

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ.

12 დეკემბერს რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. 18 სექტემბერს არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა. 12 იანვარს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ჟურნალისტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არსებულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირებდა. 13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელ ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. 20 თებერვალს შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics