07:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-12 13:59:22, 992 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოები აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით შსს-ს, პროკურატურასა და საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, 2-3 და 7-9 მარტს აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე გრძელდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ.

ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და უწყებებს დაკავებულების საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, დაკავებიდან გათავისუფლების მიუხედავად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.

2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.

მოვუწოდებთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს - აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative;
Women's Initiatives Supporting Group;
სამართლიანი არჩევნები (ISFED);
Rights Georgia / უფლებები საქართველო;
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation;
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics