|
2023-03-10 00:45:02, 1006 ნახვა
პოლიტიკა
რიგგარეშე სხდომის პარალელურად, პარლამენტთან ხვალ მორიგი აქცია გაიმართება
რიგგარეშე სხდომის პარალელურად, პარლამენტთან ხვალ მორიგი აქცია გაიმართება. როგორც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლებისას სტუენტებმა თქვეს, აქცია 11:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 10 მარტს გაიმართება. პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული, მანამდე კი, 11:45 საათზე კანონმდებლები ბიუროს სხდომაზე შეიკრიბებიან. აპარატის ცნობით, პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - ნათქვამია პარლამენტის აპარატის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)