|
2023-03-09 19:21:39, 893 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდების შესახებ პირობა შეასრულოს და 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლოს. შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს გამართულ აქციები წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)