21:52 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-08 11:57:26, 901 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი

"რაც შეეხება „მაიდანთან“ შედარებას, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა.

„რა მოუტანა „მაიდანმა“ უკრაინას? მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არის ამ ქვეყანაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა უკრაინამ - ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომლებსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. ჩვენ ვიმოქმედებთ არა რადიკალების დღის წესრიგით, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში პარლამენტთან გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისში განვითარებული მოვლენები მას 2013-2014 წლებში უკრაინაში „მაიდანის“ დროს ახსენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics