03:44 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 18:27:33, 592 ნახვა

პოლიტიკა
კონდოლიზა რაისი - საქართველოზე ძალიან ვღელავ, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და ეს ყურადღება ისევ უნდა დაუბრუნდეს მას

საქართველოზე ძალიან ვღელავ. მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და ეს ყურადღება ისევ უნდა დაუბრუნდეს მას, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა არ გააკეთა საკმარისი საქართველოში ადამიანის უფლებებისთვისა და პრესის თავისუფლებისთვის და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე საქართველო სწორი მიმართულებით არ მიდის.

"საქართველოზე ძალიან ვღელავ. მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და ეს ყურადღება ისევ უნდა დაუბრუნდეს მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც სრულიად სხვა რამეს მოელოდა, ვიდრე არის ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის, პრესის თავისუფლებისთვის და ახლა არა მგონია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის", - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics