14:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 15:25:53, 698 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საქვაბე აფეთქდა - არიან დაშავებულები

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ცეცხლი დამხმარე ნაგებობაში ე.წ. საქვაბეს გაუჩნდა. 

მედიის ინფორმაციით,  აფეთქების შედეგად ორ თანამშრომელს ზედაპირული დაზიანებები აქვს მიღებული, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. 

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.  

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 


 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics