|
2023-02-27 11:03:49, 815 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - ვინც „რუსული კანონის“ განხილვაში შევა, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი იქნება
"ხალხის ძალის" კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს ჟანგბადს უსპობს - პირველი ვარიანტიც და მეორეც, საერთო ჯამში, რუსული კანონია და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დეკანოიძის თქმით, პარლამენტის წევრი, რომელიც კანონპროექტის ორი ვარიანტის ერთმანეთთან შედარებასა და განხილვას დაიწყებს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე "მთავარი დამაბრკოლებელი" იქნება. "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გრძელდება კანდიდატის სტატუსის და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი. რამდენიმე კვირის წინ, ივანიშვილის დეპუტატების, ე.წ. ხალხის ძალის მიერ, რომელიც რა თქმა უნდა, არის "ქართული ოცნების" განშტოება, დარეგისტრირებული იყო "რუსული კანონპროექტი", რომელიც პირდაპირ უსპობს ჟანგბადს სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს... დღეს ბიუროზე რეგისტრირდება კანონპროექტის მეორე ვარიანტი, რომელიც ვითომ არის გაცილებით უფრო ხისტი ვარიანტი და ითვალისწინებს ფიზიკური პირების 5 წლით თავისუფლების აღკვეთას და ა.შ. თუ საქართველოს პარლამენტი ამ ორი კანონპროექტის განხილვაში შევა, ეს არავითარ ცვლილებას არ მისცემს საზოგადოებას. მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს - ორივე ვარიანტი "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტისა არის რუსული ვარიანტი - პირველიც და მეორეც... ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ორივე კანონპროექტის განხილვაში შევა, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი იქნება", - განაცხადა დეკანოიძემ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, ანტიდასავლურმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, კანონპროექტის მეორე ვარიანტის ინიცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. ოპოზიცია ორივე ვარიანტს "რუსულ კანონს" უწოდებს, მმართველი პოლიტიკური გუნდი კი, ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის მხარდამჭერია.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)