15:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 20:08:37, 921 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე თბილისის აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით ავიაკომპანია VUELING-ს შეხვდა

საავიაციო ფორუმ Connect 2023-ის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ბოლო შეხვედრა ესპანურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია VUELING-ის ხელმძღვანელობასთან გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და თბილისი-ბარსელონას მიმართულებით ოპერირების დაწყების შესაძლებლობას.

"VUELING-თან გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. ესპანური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოს ბაზრით ძალიან არის დაინტერესებული იმ ფონზე, რომ ტურისტული ნაკადები საქართველოდან ესპანეთში და პირიქით, მზარდია. ამას კი ხელი შეუწყო, ქუთაისი-ბარსელონას მიმართულებამ, რომელიც საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ეს არის ერთადერთი პირდაპირი საჰაერო კავშირი ესპანეთის სამეფოსთან. ივნისიდან, კვლავ ქუთაისის აეროპორტიდან გვემატება მადრიდის მიმართულებაც და იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ დატვირთული იქნება რეისები. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, მგზავრებს ერთი ქვეყნის მიმართულებით ფრენებს საქართველოს სხვადასხვა აეროპორტებიდან ვთავაზობთ, რათა მათ არჩევანის მეტი საშუალება ჰქონდეთ", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია VUELING 2004 წელს დაფუძნდა და ავიახომალდებისა და მიმართულებების რაოდენობით ესპანეთში სიდიდით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიაა. VUELING-ს ბაზები ბარსელონას, პარიზის (ორლი) და რომის (ფიუმიჩინო) აეროპორტებში აქვს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics