|
2023-02-24 17:30:15, 856 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ბრიუსელის შეფასებით „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი შემაშფოთებელი და სამწუხაროა
რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე [ევროკავშირის] 12 პრიორიტეტთან, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონს "უცხოური აგენტების" შესახებ. მისივე თქმით, "უცხოური აგენტების" შესახებ კანონი შეფასდა ასევე ბრიუსელშიც, სადაც კანონი შეფასდა როგორც, შემაშფოთებელი და სამწუხარო. "ე. წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი შეფასდა ბრიუსელის მიერ და მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე [ევროკავშირის] 12 პრიორიტეტთან. პირველი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი მესიჯი, რომელიც ამავდროულად ცუდ დროს შემუშავდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორმე გადაიფიქრებენ და არ მიიღებენ. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაიქცევა კანონად", - განაცხადა ჰერჩინსკმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას. ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასეს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მეორეს მხრივ, მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტში დაინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მეორე, ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც "ამერიკული კანონის ანალოგი იქნება".
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)