15:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 14:47:24, 819 ნახვა

საზოგადოება
Royal Jordanian-ი საქართველოს ბაზრით ინტერესდება

მაროკოს ქალაქ ტანჟერში საავიაციო ფორუმ CONNECT 2023 დასასრულს უახლოვდება. ფორუმის მესამე დღეს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფო ავიახაზებთან (Royal Jordanian).

იორდანიიდან საქართველოში აქამდე, ჩარტერული ფრენები სრულდებოდა. შეხვედრაზე ავიაკომპანიამ ინტერესი გამოხატა რეგულარული პირდაპირი რეისების დაწყებით.

"ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. იორდანიაში საქართველოს მეტი ცნობადობის გაზრდის შემთხვევაში, მგზავრთნაკადი და ტურისტული ნაკადები ამ ქვეყნიდან გაცილებით მეტი იქნება. ამ ეტაპზე, მათი რიცხვი 20 ათას აღწევს, რაც არ არის ცოტა მაჩვენებელი იორდანიისთვის. ტურისტული კამპანიების გააქტიურების შემდეგ, ველოდებით ტურისტული ნაკადების ზრდას", - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამდღიანი საავიაციო ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეხვედრები ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან 25-მდე შეხვედრა გამართა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics