|
2023-02-24 10:41:11, 789 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევის საკითხზე და ყურადღება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის მნიშვნელობასა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე გაამახვილა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში 87% -იანი პროგრესი გვაქვს. ეს არის სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ერთობლივი ეფექტიანი მუშაობის შედეგი. მე მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით ბიზნესის წარმომადგენლებს, გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის. ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, რაც მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ ხაზგასმით აღნიშნა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის მნიშვნელობა და ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე ისაუბრა. რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქს აქვს გამწვანების დიდი პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს. საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების, გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესების, რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირების, მწვანე ინფრასტრუქტურის ასევე, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებს. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი, კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდე“ წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)