|
2023-02-23 23:35:07, 963 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - 20 ივნისს ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა
20 ივნისს ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა, ისე, როგორც აკეთებდნენ და ძალოვნებზე და პოლიციელებზე ისეთი თავდასხმა, რომელიც იქ ხდებოდა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციაში გადავიდა, "ქართულმა ოცნებამ" შემოიღო ამნისტია 20 ივნისის ღამის მონაწილეებისათვის, რასაც გახარია და მისი გუნდი სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. "20 ივნისს ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა, ისე, როგორც აკეთებდნენ და ძალოვნებზე და პოლიციელებზე ისეთი თავდასხმა, რომელიც იქ ხდებოდა. ესეც იყო სუფთა რუსული საქმე და შედეგობრივად რომელი საქმე იქნებოდა რუსეთისთვის უფრო სასარგებლო, ეს კაციშვილმა კიდევ არ იცის - ეს ერთი, რაც არ მითქვამს აქამდე. მეორე, ამას ვიტყვი და დავასრულებ ამ თემაზე საუბარს, გაითვალისწინეთ, ვინ დააინიცირა საქართველოს პარლამენტში, მაშინ როცა მე უკვე დიდი ხანი იყო ოპოზიციაში ვიყავი, ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით. მე და ჩემი გუნდი ვიყავით ხალხი, რომელიც ამ ამნისტიას ვეწინააღმდეგებოდით. მე და ჩემი გუნდი ვიყავით ხალხი, ვინც ამბობდა, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ რიგით პოლიციელებს და მხოლოდ მოქალაქეებს და არცერთ შემთხვევაში, არცერთ პოლიტიკურ პირს. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ არის დაინტერესებული, იმით რომ 20 ივნისი ძირეულად არ იყოს გამოძიებული და მე ამ თემას ახლა, ასე ჩამოვკიდებ ჰაერში და ამის დროც მოვა, რომ ბევრს, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან შერცხვება 20 ივნისის თემის აწევის გამო... გაითვალისწინეთ ერთი რამ, ყველაფერს სჭირდება დრო და ცოტა დაშორება მოვლენას, რომ იქიდან დაინახოთ და მე ამის შესაძლებლობას ისე, რომ არ შევეხები ამ თემას იმიტომ რომ იმ პოლიციელების ღირსებას დავიცავ, ვინც იმ დღეს იქ იყო და დარწმუნებული იყო რომ სამშობლოს და ქვეყანას ემსახურებოდა და იცავდა", - განაცხადა გახარიამ.
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)