21:26 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 00:07:57, 913 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე კეზერაშვილზე - წინა კამპანიებმა არ გაჭრა, ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება, მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია

ირაკლი კობახიძე კეზერაშვილზე - წინა კამპანიებმა და გადახდილმა ფულმა არ გაჭრა, ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება, მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასაც ნიშნავს

კეზერაშვილს აქვს თავისი ცოდვები, ამ ცოდვების მძევალია და იძულებულია, დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანანაშაულებისთვის. მათ აქვთ ანტისახელმწიფებრივი მიზნები, სხვანაირად ბუნებრივია, კეზერაშვილი ვერ იმოქმედებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ქრონიკის“ ექსკლუზიურ ფოტოს, რომელიც ასახავს ლონდონში დავით კეზერაშვილის მონაწილეობით გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს.

მისი თქმთ, წინა კამპანიებმა და გადახდილმა ფულმა არ გაჭრა, ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება, მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასაც ნიშნავს.

”ჩვენ რაც ვიცით, კონტრაქტის გაფორმებისას საუბარი იყო იმაზე, რომ წინა კამპანიებმა, წინა გადახდილმა ფულმა არ გაჭრა და ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება. მიზანი, რაზეც იქ იყო საუბარი, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასაც ნიშნავს. მათ აქვთ ანტისახელმწიფებრივი მიზნები, სხვანაირად ბუნებრივია, კეზერაშვილი ვერ იმოქმედებს. მას აქვს თავისი ცოდვები, არის ამ ცოდვების მძევალი და იძულებულია, დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანანაშაულებისთვის. საუბარია ასეულობით მილიონის მოპარვაზე, ჯარის გაძარცვაზე, კორუფციაზე, ბიზნესის რეკეტზე. ასეთი დანაშაულები აქვს ჩადენილი და იძულებულია, დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც მას დევნის კონკრეტული დანაშაულებისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი კონტრაქტი ბუნებრივია, არ გვიკვირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics