|
2023-02-22 11:22:33, 732 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რომელშიც ის იმყოფება
პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება,- ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძის თქმით, პაციენტი რეკომენდაციებს იმ შემთხვევაში შეასრულებს, როდესაც იქნება თავისუფალი. „ყველაფერი განპირობებულია მისი ფსიქო-ემოციური ფონიდან გამომდინარე. პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება. ამას პაციენტი თვითონაც ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება თავისუფალი“,- განაცხადა ჩხაიძემ. მისივე თქმით, კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდან აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს, მაგრამ ის რა მიზანიც აქვს სამედინიცო მხარეს, იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს თავად პაციენტსაც. „შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რაც დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა და პაციენტისთვის კეთდება ყველა ის საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება, ეს იქნება ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მაგრამ, მოგეხსენებათ სამკურნალო პროცესი შედგება 2 მთავარი კომპონენტისგან, ეს არის ერთი პაციენტის მხარე და მეორე- სამედიცინო პერსონალი. მე შემიძლია თამამად გითხრათ თქვენ ყველა ჩვენი ექიმის სახელით, რომ ჩვენი ექიმები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და შეთავაზებული აქვს მას თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი თუ საშუალება, მაგრამ არის მეორე მხარე - უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რა მიზანიც აქვს სამედიცინო მხარეს და იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც, ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია რამდენად მიღწევადია ეს თუ რას ვაღწევთ ჩვენ პაციენტზეც და მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რატომ ხდება ამდენი ხნის განმავლობაში, რატომაა ასეთი შედეგი რაც გვაქვს. შემიძლია გაგახსენოთ რომ თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა მას უჭირს გადაადგილება, ამაზე მკურნალი ექიმი მოგახსენებთ, რა არის ამის მიზეზი",- დასძინა ჩხაიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)