|
2023-02-21 16:10:42, 602 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო სააკაშვილის ვითარებაზე - რაღაც არ ჩანს საკადრისად იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტი იყო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, თვალს ადევნებს. როგორც ლუკაშენკომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას თქვა, ის, რაც სააკაშვილის გარშემო ხდება, "რაღაც არ ჩანს ძალიან საკადრისად". „რაღაც არ ჩანს ძალიან საკადრისად იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ, იმ დონემდე დაშვება, როგორც ეს ახლაა, უბრალოდ არასაკადრისია. რატომ ვამბობ ამას: ჩვენ ხომ არ შეგვიფასებია, არ ჩავრეულვართ ამ და სხვა სიტუაციებში. ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ძალიან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებდით და ვინარჩუნებთ თბილისთან. რატომ რეაგირებენ ასე მწვავედ? [ჩვენს შეხვედრაზე] ვფიქრობ, დამეხმარებით ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნაში", - მიმართა ლუკაშენკომ ბჟანიას. ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსში იმყოფება. ბჟანია მინსკში გამგზავრებამდე შეხვედრებს, მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავდა. ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციას 14 თებერვალს ესტუმრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)