|
2023-02-20 12:33:55, 749 ნახვა
პოლიტიკა
„ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის დროს, აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვა არ იგეგმება“ - ოკუპირებული სოხუმი
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში, "აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვა" იგეგმება. საკითხზე ვრცელ განმარტებას აკეთებს ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური და ხაზს უსვამს, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს, ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით ისტორიულად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური სისტემის საფუძველი კანონით არის გათვალისწინებული და განხილვას არ ექვემდებარება". ე.წ. პრესსამსახურის განმარტების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე პერიოდულმა გამოცემამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გაავრცელა, რაც მათი აზრით, შეიძლება ჩაითვალოს მცდელობად, რომ "აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წყობის საფუძვლების შელახვაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ". "პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონებისა და კონსტიტუციის მკაცრად დაცვით, რომლის გარანტიაც ის არის", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციას 14 თებერვალს ესტუმრა. ბჟანია შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)