|
2023-02-17 12:25:25, 808 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც დემოკრატიულ და სამართლიან განცხადებებს მოისმენ
ამერიკული კანონის თარგმნის მერე აღარ იტყვიან, რომ რუსული კანონპროექტია და თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა ეს რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" მომზადებულ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მაჭარაშვილი ასევე თვლის, რომ ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც შეიძლება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის განცხადებების მოსმენა. "შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობა და ეს ერთი-ერთში წერია. ნათარგმნიც იქნება, ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ და მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არ არის რუსული კანონპროექტი. თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა ეს რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან? მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთებების გამო. არ შეიძლება არ გქონდეს წაკითხული კანონპროექტი და ისე საუბრობდე, რომ ეს დაარღვევს ადამიანის უფლებებს.როცა წაიკითხავ, იქ საერთოდ სიტყვა არ წერია შეზღუდვაზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც შეიძლება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის განცხადებები მოისმინოს საქართველოს და არა მარტო საქართველოს საზოგადოებამ",- ამბობს გურამ მაჭარაშვილი. შეგახსენებთ, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)