|
2023-02-10 13:35:28, 1002 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება
საქართველოს რამდენიმე ქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და მოქალაქეები დღეს, ქობულეთსა და მარტვილში შეიკრიბნენ. აქციებზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. "მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში პროტესტი ისმოდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რეალურად ხედავს ამ ქვეყანაში, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, გააქროს ყველაფერი, რაც დემოკრატიას უკავშირდება; როგორც ცდილობს, გააღარიბოს ადამიანები... მარტვილში მოქალაქეები აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და აცხადებენ, რომ მისი პატიმრობა ზიანის მომტანი არის პირველ რიგში ქვეყნისთვის", - უთხრა "ტვ პირველს" მარტვილში მიმდინარე აქციაზე ენმ-ის წარმომადგენელმა, გიორგი ბოტკოველმა. დღესვე, აქციები დაგეგმილია სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 9 თებერვალს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში გაიმართა. რეგიონებში გასვლამდე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)