|
2023-02-01 15:50:13, 741 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ხაბეიშვილზე - ის ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო და აგრესიული
ის ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო და აგრესიული, - ასე დაახასიათა "ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, თუ ლევან ხაბეიშვილს გეგმავს, რომ "სახტუნაოზე ხტუნაობით" აჩვენოს დამსახურებები, მაშინ უმჯობესია პარლამენტიდან გავიდეს. "სერიოზულ პასუხს ვერ გასცემ, იცით. თუ ოფისის დათმობას აპირებს, შეიძლება იქ შექმნას საგანმანათლებლო დაწესებულება ან პოლიტიკური საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც თვითონ და წალენჯიხის მერი წაიკითხავენ ლექციებს. რესურსი თუ არ გაგაჩნია ინტელექტუალური და მხოლოდ სახტუნაოზე ხტუნაობით აჩვენებ შენს დამსახურებებს, რა საკვირველია ჯობია პარლამენტიდანაც გახვიდე, რათა სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე. ხაბეიშვილი ხელებს მიამტვრევს, ფეხებს მიამტვრევს თუ ყურებს მოაჭრის, ამ საკითხებთან დაკავშირებით მე არ მაქვს სერიოზული კომენტარი. ის ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო, აგრესიული", - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარტიამ "დატოვოს პარლამენტი, საკრებულოები და ენმ-ის ცენტრალური ოფისი ბიძინა ივანიშვილს გადაუფორმონ". აღნიშნულ განცხადებას მისი პარტიის წევრების მხრიდან უთანხმოება მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)