|
2023-01-31 20:07:26, 1422 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - კორუფციის აღქმის საკითხში საქართველო EU-ს 9 წევრ სახელმწიფოს და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს
2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 41-ე ადგილზეა გლობალურ დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით ისეთივე ადგილი უკავია, როგორც ჩეხეთს, იტალიასა და სლოვენიას. მან დასძინა, რომ საქართველო კორუფციის აღქმის საკითხში ევროკავშირის 9 წევრ სახელმწიფოს და ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. „2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 41-ე ადგილზეა გლობალურ დონეზე, პირველად შევიდა ევროპის საუკეთესო ოცეულში. ისეთივე ადგილი უკავია, როგორც ჩეხეთს, იტალიასა და სლოვენიას, ევროკავშირის 9 წევრ სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორის არის გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით“, - წერს შალვა პაპუაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)