|
2023-01-31 13:32:33, 834 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვერავინ მოიტანს ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს
ვერავინ მოიტანს ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის გუშინდელი განცხადებები შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ავსტრიის ფედერალური კანცლერის მხრიდან გაკეთებული განცხადებები სწორია და რეალობას ასახავს. „კანცლერის გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, რეალობაა. ძალიან მარტივია, ადამიანმა ნახოს, რა ხდებოდა საგარეო მიმართულებით საქართველოში 2012 წლამდე, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა ნაბიჯები გადავდგით. ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს. არ არსებობს! ის, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში კონკრეტული ადამიანების მხრიდან ვისმენთ, ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ, არის სპეკულაციები და ბინძური პროპაგანდის ნაწილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)