11:56 - 22 Jul, 2026
|
2023-01-30 18:18:04, 912 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესპანეთში მთავრობის წევრებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესპანეთში, ბასკეთის მხარეში ვიზიტის მეორე დღეს ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბაკარჩო ტეხეირას, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს, რაკელ მოლინას და აღნიშნული კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრებზე ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართულ-ბასკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი, ილია გიორგაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)