|
2023-01-30 10:28:53, 2501 ნახვა
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა - ვიდეო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: ლევან ხაბეიშვილი - 21 656 (52,58%) ნიკა მელია - 16 476 (40%) ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3,73%) გიორგი მუმლაძე -1516 (3,68%)
ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" ჰქონდა, თუმცა მზად იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია 13 იანვარს დაიწყო. კენჭისყრა კი 28-29 იანვარს გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)