|
2023-01-28 16:19:46, 1335 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - სააკაშვილმა ყველას, ვინც კონკურენციას უწევს და თავის თამაშს თამაშობს, ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა
სააკაშვილმა ყველას, ვინც კონკურენციას უწევს და ალბათ მის ბრძანებებს ციხიდან ბოლომდე არ ითვალისწინებს, თავის თამაშს თამაშობს, ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის, ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილსაც,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის Spiegel-თან ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ინტერვიუს გამოქვეყნება არჩევნების წინა დღეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა არ გაიმარჯვოს. "ვინც კონკურენციას უწევს პარტიაში და ციხიდან მის ბრძანებებს არ ითვალისწინებს და თავის თამაშს თამაშობს, ყველას ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც, ვინაიდან, იმ ფონზე, რეებზეც აქამდე აქამდე მინიშნებით ლაპარაკობდნენ ვიღაცები, მათ შორის ბაჩო ახალიას დაჯგუფება პარტიაში და სხვები, თქვა, რომ რუსეთის ხელი ერია. შუაში არის „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებიც, იმიტომ, რომ ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ამ არჩევნების წინ და როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ არ გაიმარჯვოს ლევან ხაბეიშვილმა",- განაცხადა დავითულიანმა. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)