13:07 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 10:23:52, 1707 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულთა რიცხვი 49 756  ადამიანს შეადგენს. 

ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 

12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics