|
2023-01-27 15:23:05, 1254 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია გადაწეროს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კობა ნაყოფიას განცხადება, რომლის მიხედვითაც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ფარული ჩანაწერების გავრცელება არ ხდებოდა. პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე კონტროლი და უკანონო ჩაწერა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ახასიათებდა. "„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია გადაწეროს და ის, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით, ცდილობს, რომ შეაბრუნონ და სხვა სახით წარმოადგინონ. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა. ეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე კონტროლი, უკანონო ჩაწერა და ა.შ. არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რეჟიმს განსაკუთრებით ახასიათებდა“ , - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)