|
2023-01-27 11:36:15, 1216 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძემ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა - თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და უწყების თანამშრომლები. "შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა - თამარ გვარამაძემ. თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის მანდატის ძირითადი ასპექტები, სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის სპეციფიკა და მიმდინარე საქმიანობა მიმოიხილა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები დასახეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)