05:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 15:27:20, 888 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ჩარგალეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ჩარგალეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 

აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების ფარგლებში, 2 050 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

„საბურთალოს რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვაგრძელებთ. ამჯერად, სამუშაოები სოფელ დიღომში დავიწყეთ, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. ასეთი ქუჩები ჩვენთვის პრიორიტეტულია და მომავალშიც არაერთ მსგავს პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 190 000 ლარია გამოყოფილი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics