|
2023-01-26 12:59:38, 1508 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი „ქართულ ოცნებას“ - ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს
ჰეი, „ქართული ოცნება“, ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს,- ასე გამოეხმაურა ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას. მისი თქმით, საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთის ქმედებები? „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთის ქმედებები? ჰეი, „ქართული ოცნება“, ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს“,- წერს კინზინგერი. შეგახსენებთ, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის რისკისშემცველი იქნება, რის გამოც კიევი ქვეყნიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. აღნიშნული განცხადების შემდეგ კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)