|
2023-01-26 12:50:47, 848 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია ჩხაიძეს - ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი? ვამბობ იმას, რასაც მეუბნება
ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი? - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას. ალასანიას თქმით, ამბობს იმას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ეუბნება და ამაზე პასუხი ბადრაგებს შეუძლიათ მოსთხოვონ. „ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი? აბა მე იქ არ ვყოფილვარ და ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება. რას ნიშნავს არ სჯერათ?, ბადრაგებმა ამაყენესო და ჰკითხონ მაშინ ბადრაგებს“,- განაცხადა ალასანიამ. ცნობისთვის, "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექიმს ან ექთანს სააკაშვილის გონების კარგვა არ დაუფიქსირებია. „რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არც ერთ შემთხვევაში, ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის ადგილზე, პაციენტზე პერსონალური ექთანია მიმაგრებული. მე გეუბნებით რეალობას და ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის ავადმყოფის გადმოცემით, მაგრამ დაფიქსირებული არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა“,- განაცხადა ჩხაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)