|
2023-01-25 23:02:03, 1056 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი ხაბეიშვილზე - ესა თუ ის კანდიდატი მაქსიმალურად ცდილობს, რომ სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი
ესა თუ ის კანდიდატი ახლა მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი, იმიტომ რომ პარტიის თავმჯდომარეობა უნდათ, - ასე გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების ლიდერი" ალეკო ელისაშვილი, ენმ-ს თავჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. მისივე თქმით, ციხეში შევარდნები და პატიმრები გამოხსნა 90-იან წლებში ხდებოდა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა საუბრობდეს. „რას ჰქვია, პატიმართან შევვარდეთ? ასეთი რამ 90-იან წლებში ხდებოდა, როცა პოლიციის განყოფილებებში შევარდებოდნენ და ხალხს გამოიხსნიდნენ. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი რაღაცისგან. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. როგორც ჩანს, არჩევნების მოგება იმდენად უნდა, რომ მსგავს რაღაცებს ამბობს. ესა თუ ის კანდიდატი ახლა მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი, იმიტომ რომ უნდათ ახლა პარტიის თავმჯდომარეობა, ეს არის და ეს“, - განაცხადა ელისაშვილმა. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა განაცახადა, რომ თუ საჭირო გახდება მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად დაიხსნის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)