|
2023-01-25 22:29:38, 1391 ნახვა
პოლიტიკა
მელია - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სანამ სააკაშვილი არის პატიმარი, მანამ პარტიას ექნება პრობლემები
რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მანამ პარტიას ექნება მეტი და მეტი პრობლემა, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ფორმულას" ეთერში. მისივე თქმით, პარტია რეალობას თვალს უსწორებს, უბრალოდ ადამიანების ნაწილმა საკუთარი ნების წინააღმდეგ საჯარო კომუნიკაციაში განაცხადეს, რომ ეს ყოველივე პარტიის თავმჯდომარის ბრალია. როდესაც პარტიას დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავს, ცალსახაა, რომ გაიზრდებოდა პრობლემები. წარმატებითაც რომ ჩავატაროთ ახლა არჩევნები, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მანამ პარტიას ექნება მეტი და მეტი პრობლემა. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალს ვუსწორებთ. უბრალოდ აღმოჩნდა ისე, ადამიანებმა, ნაწილმა მათგანმა, ღრმად ვარ დარწმუნებული, საკუთარი ნების წინააღმდეგ საჯარო კომუნიკაციაში განაცხადეს, რომ ეს არის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ბრალი. იცით, რომ პარტია არსებობს ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არსებობს, ის რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ჩვენ არ ვაქტიურობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ფესვებგამდგარი ღრმად, ამ ყველაფერს მივიღებდი და ახლაც მივიღე და ხედავთ, რომ ვმონაწილეობ ამ არჩევნებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)