|
2023-01-25 14:16:19, 979 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი სააკაშვილზე - კიდევ აქვს ილუზია, რომ აღმაშენებელია - ის კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს
მას კიდევ აქვს ილუზია, რომ არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. ის არის კრიმინალი და მან უნდა მოიხადოს სასჯელი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის რთული ქცევის პატიმარი, რომელიც არაერთი დანაშაულის მიუხედავად, კანონიერ სასჯელს ვერ ეგუება. "ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კიდევ აქვს ილუზია, რომ არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. ის არის კრიმინალი და მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამას ვერაფერი ვერ უშველის - ვერც სიის შედგენა, ვერც ექთნებისა და ექიმების მუქარა, რომ ამოალპობენ მათ მომავალში ციხეში. მათ უბრალოდ ვერავინ ამოალპობს ციხეში იმიტომ, რომ მელიებს, ხაბეიშვილებსა და მიშა სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერიათ", - განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)