|
2023-01-24 16:03:20, 838 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არის აშკარა მცდელობა, აღდგეს „ნაცმოძრაობის“ გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე
კარგად ვიცით და გვახსოვს, რა შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა იმან, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე, ამ პრაქტიკის შედეგები იყო ის, რომ სასამართლო ხელისუფლება 2012 წლამდე იყო ქცეული რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კობახიძე „ხალხის ძალის“ მიერ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არის მცდელობა, აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე. „არის აშკარა მცდელობა რომ აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე. სამწუხაროა, რომ ამ მცდელობაში ნებსით თუ უნებლიედ, სხვადასხვა სუბიექტია ჩართული. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ხშირად შემოდის ხოლმე მათ შორის, პარლამენტში ისეთი ინიციატივები, რომლის პირდაპირი მიზანია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე. მაგალითად, კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც არის შემოთავაზებული სხვადასხვა სუბიექტის მიერ, სწორედ ამას ემსახურება. ხშირად გვესმის ინიციატივები ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს წმენდას, ახალი კადრების შემოყვანას მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ჩართულობით. ასეთი ინიციატივები ჩვენთვის არის რადიკალურად მიუღებელი და ასეთ ინიციატივებს ბუნებრივია, ვერც წარსულში ვიზიარებდით და ვერც მომავალში გავიზიარებთ.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)