|
2023-01-23 18:49:24, 860 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად
ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილის პარტია ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-ს და კრისტიან ამანპურს საქართველოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების საქმეში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ კითხვის დასმის გამო. "ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში, მისი პარტია ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-სა და კრისტიან ამანპურს საქართველოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების საქმეში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ კითხვის დასმის გამო. დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად", - წერს გახარია. შეგახსენებთ, ქართული ოცნების თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში CNN-ის სიუჟეტი შეაფასა და თქვა, რომ არსებობს სერიოზული ძალა, რომელსაც მიზნად აქვს საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები, მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი - ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის მიზანი უნდა იყოს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)