|
2023-01-21 16:13:04, 1024 ნახვა
პოლიტიკა
მოლდოვის პრეზიდენტი - მიმდინარეობს მსჯელობა შევძლებთ თავდაცვას დამოუკიდებლად, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვაში მიმდინარეობს მსჯელობა ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმასა და „უფრო დიდ ალიანსში“ გაწევრიანებაზე. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Politico-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვა არის მშვიდობიანი ქვეყანა და არ აწარმოებს ომს მეზობელ სახელმწიფოსთან, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, და თუ იქნება მომენტი იმისა, რომ მოლდოვამ შეცვალოს ნეტირალიტეტი, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის მეშვეობით. "ახლა სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებზე - შეგვიძლია თუ არა ეს დამოუკიდებლად, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ რაღაც მომენტში მივალთ დასკვნამდე, რომ როგორც ერს, ჩვენ გვჭირდება ნეიტრალიტეტის შეცვლა, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის მეშვეობით. მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა. მას არ დაუწყია ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ. რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა მოსახლეობის ნაწილი დაერწმუნებინა, რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ არ ჩადო ინვესტიცია თავდაცვის სექტორში, რომ არაფერი უნდა გააკეთო და რომ არ უნდა გქონდეს თავდაცვის შესაძლებლობები, რაც არასწორია"
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)