|
2023-01-20 23:57:02, 1673 ნახვა
პოლიტიკა
კირბი - აშშ Wagner Group-ს „ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად“ აღიარებს
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი რუსულ დაქირავებულ ორგანიზაციას Wagner Group-ს „ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად“ აღიარებს და მომავალ კვირას ფინანსთა სამინისტრო "ვაგნერელებისა" და მისი გლობალური მოკავშირეების წინააღმდეგ ახალ სანქციებსაც დააწესებს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა რუსული ვაგონების გასაიდუმლოებული ფოტოები, რომლებიც რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრებოდნენ ჯერ კიდევ ნოემბერში, აშშ თვლის, აღნიშნული ვაგონებით რაკეტების პირველადი მიწოდება დაქირავებული ორგანიზაცია Wagner Group-ის მიერ ხდებოდა. "ეს ქმედებები აღიარებს ტრანსკონტინენტურ საფრთხეს, რომელსაც ვაგნერი წარმოადგენს, მათ შორის მისი კრიმინალური აქტივობის მუდმივი ნიმუშით", - განაცხადა კირბიმ. კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ სჯერა, რომ აღჭურვილობამ შეცვალა ბრძოლის ველის დინამიკა უკრაინაში, აშშ მოელის, რომ ასეთი ტიპის იარაღის სისტემების მიწოდება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გაგრძელდება. „ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის გადაცემა პირდაპირ არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას“,- დასძინა კირბმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)