|
2023-01-18 11:19:13, 914 ნახვა
პოლიტიკა
„მიგვაჩნია, რომ რესურსი არ ამოუწურავს“- ენმ-ის ოზურგეთის ორგანიზაცია თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ოზურგეთის ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ შიდა არჩევნები არადროული გადაწყვეტილება იყო, თუმცა სჯერათ, რომ მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას რესურსი ჯერ კიდევ არ ამოუწურავს და შეძლებს პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. "მიგვაჩნია, რომ ნამდვილად არ იო ამის დრო, რადგან ჩვენ ვართ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე - გადასარჩენია საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ის დასახსნელია პუტინს ტყვეობიდან და ვფიქრობთ, ახლა იყო დრო ერთობის, მიუხედავად ამისა, მოცემულობა მოცემულობაა. შესაბამისად, არ ვაპირებთ პროცესების მიღმა ყოფნას და "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას, მიუხედავად დანარჩენი კანდიდატების პატივისცემისა, რადგან მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიამ, ჯერ კიდევ სანამ გახდებოდა თავმჯდომარე, თავისი ბრძოლით და შეუპოვრობით გვაჩვენა მაგალითი. ის იბრძოდა ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად და შეგნებულად წავიდა და დაჯდა ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის საპყრობილეში. ასევე მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას თავისი რესურსი არ ამოუწურავს", - აცხადებენ ორგანიზაციაში. ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)