10:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 11:46:00, 1115 ნახვა

მსოფლიო
UNESCO - მსოფლიოში, გასულ წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს

მსოფლიოში, გასულ წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს,- აღნიშნულის შესახებ UNESCO-ს ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევიდან, 19 მექსიკაში, 10 - უკრაინაში, ხოლო კი 9 - ჰაიტიზე დაფიქსირდა.

ამასთან, ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო.

„ხელისუფლებებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რათა ბოლო მოეღოს ამგვარ ამ დანაშაულებს და უზრუნველყონ დამნაშავეების გასამართლება, რადგან გულგრილობა ძალადობის ამ კლიმატის მთავარი ფაქტორია”,- განაცხადა აზულემ.

ცნობისთვის, UNESCO-ს წინა ანგარიშების მიხედვით, 2019 წლიდან 2021 წლამდე წელიწადში საშუალოდ 58 ჟურნალისტი მოკლეს, 2021 წელს კი ჟურნალისტების 55 მკვლელობა დაფიქსირდა.

აღნიშნულ სამ წელიწადი ჟურნალისტების მკვლელობის შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა 2018 წელთან შედარებით, როდესაც მსოფლიოში 99 ჟურნალისტი მოკლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics