20:00 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 13:27:00, 1707 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოპოზიციასა და იურისტთა ჯგუფთან ერთად „მაგნიტსკის სიაზე“ მუშაობა დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში მივიდა, სადაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებსა და იმ იურისტთა ჯგუფს ხვდება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე შემხებლობა აქვს. 

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ოპოზიციის წევრებთან ერთად "მაგნიტსკის სიაზე" მუშაობას იწყებს.

"მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ ამ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება რომელ პირებზე მზადდება, ჩემი მხრიდან, თუ რამე იქნება საჭირო მტკიცებულებები იმ საქმის, რომელსაც მე წარვმართავ და ხელმძღვანელობ, ეს მტკიცებულებები გადავცე ამ ჯგუფს. მისი პოზიცია გახლავთ ის, რომ, ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და იღებდნენ მონაწილეობას იმ კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, "მაგნიტსკის სიაზე" მიერთებულნი უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული და ადამიანის უფლებები კონვენციები დაარღვია.

"მაგნიტსკის სიაზე მიერთებულნი უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული და ადამიანის უფლებები კონვენციები დაარღვია. იუსტიციის მინისტრი, რომელიც ჩართული იყო არაადამიანურ მოპყრობაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ და უშუალოდ პასუხისმგებელი იყო გაევრცელებინა ის კადრები, რომელიც გავრცელდა - მტკივდება ამ ადამიანის მიერ ადამიანის კონვენციების დარღვევა, ამიტომაც მე ამ ყველა მასალას გადავცემ უფლებადამცველებს და მათი ძირათი ფუნქცია არის სწორედ  "მაგნიტსკის სიაზე" მუშაობა",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics