19:58 - 22 Jul, 2026
|
2023-01-12 09:58:25, 1115 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავრობას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. რეინსალუს თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა საკითხებზე ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. "ვისაუბრეთ, როგორ უნდა შევაჩეროთ ომი უკრაინაში და როგორ სჭირდება უკრაინას მხარდაჭრა. ესტონეთი მხარს უჭრს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მოვუწოდე, რომ მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა", - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)