10:16 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 09:55:42, 967 ნახვა

საზოგადოება
დაბალი ტემპერატურის გამო დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება

დედაქალაქში მოსული თოვლის  გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერ

უწყების ცნობით, ტექნიკური მარილი მთელი ღამის განმავლობაში  იყრებოდა დედაქალაქის ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე და თბილისს შემოერთებული  ტერიტორიების გზებზე. დაბალი ტემპერატურის გამო სამუშაოები დილიდანვე  გაგრძელდა. 

„ყინვის გამო გზები მოლიპულია. გზის გაწმენდის სამუშაოებში, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია 350-მდე თანამშრომელი. იწმინდება არა მარტო ცენტრალური გზები და მოედნები, არამედ ბორდიურები,  მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები. ჯამში 1000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა ბოლო დღეების განმავლობაში. სამუშაოებში  30-ზე მეტი სპეცტექნიკაა ჩართული. პრიორიტეტულია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება. კოორდონაციაში ვართ საპატრულო პოლიციასთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, რეაგირების გარეშე არ რჩება ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გადაადგილდნენ ზამთრის საბურავების მქონე ავტომანქანებით“ - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ. 

„პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი - 2 61 90 50, 2 72 22 22“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics