20:00 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 22:15:45, 1416 ნახვა

პოლიტიკა
იური კამელჩუკი - საქართველოს რუსული ძალა და პრორუსი ოლიგარქი მართავს

 "საქართველოს რუსული ძალა და პრორუსი ოლიგარქი მართავს. არც გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი გვითხრა.", - ამის შესახებ რადას დეპუტატმა იური კამელჩუკმა განა ცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქართველო განიცდიდა რუსეთის აგრესიას, უკრაინის მიზანი ქართველი ერის დახმარება იყო, ახლა ამ მდგომარეობაში უკრაინაა და სამხედრო დახმარებაზე საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა. მან დასძინა, რომ "ქართული ოცნების" ლოგიკით მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და უკრაინის პარტნიორები ამ ომში არიან ჩართულნი.

"რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად  საქართველოსთვის იარაღის მიწოდება, მეგობრული ჟესტია. ჩვენი მიზანი იყო მძიმე დროს ქართველ ერს დავხმარებოდით. დღეს იგივე მდგომარეობაში იმყოფება უკრაინა და ყველა პარტნიორს ვთხოვთ რუსული აგრესიის შესაჩერებლად იარაღით დაგვეხმაროს. საქართველოს რუსული ძალა და პრორუსი ოლიგარქი მართავს. არც გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი გვითხრა. საქართველოს ომში ჩართვა? ოცნების ლოგიკით მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ჩვენი პარტნიორები რუსეთთან ომში ჩართული არიან. აზრს მოკლებული ლოგიკაა. სამწუხაროდ ეს საქართველოს პრორუსული ხელისუფლების აზრია. ისინი რუსეთთან თანამშრომლობენ და ასრულებენ იმ ვალდებულებებს რომელიც აღებული აქვთ. 15 წლის შემდეგ ახლა გაახსენდათ ბუკების ამბავი?! აქამდე რატომ დუმდნენ?! აზრს მოკლებული პრეტენზიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერს იპოვიან, მსგავსი არაფერი ყოფილა. დაგვეხმარონ, გამოგვიგზავნონ ბუკის საზენიტო სისტემები, თუ დაზიანებულია, ჩვენ თვითონ შევაკეთებთ და ომში გამოვიყენებთ. საქართველოს მთავრობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა იური კამელჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics