|
2023-01-11 17:46:38, 988 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები კი ვადაგასული ჩამოვიდა
"რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები ჩამოვიდა და აღმოჩნდა ვადაგასული.", - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის საპასუხოდ, რომელმაც ქართულ მხარეს "ბუკის" სისტემების უკრაინისთვის დაბრუნება მოსთხოვა. მისივე თქმით, ომის პროცესში არც ერთ ქვეყანას საქართველოსთვის იარაღი არ გადაუცია, იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ დამატებითი რისკები. "უკრაინულ იარაღთან დაკავშირებით, მათ შორის აგვისტოს ომის დროს, იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა ამ საქმის გამოძიების, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაცები საერთოდ არ შემოვიდა, ეს საიდუმლო კონტრაქტია, დეტალებში ვერავინ ვერ შედის. რაღაცები, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები ჩამოვიდა და აღმოჩნდა ვადაგასული ომის პროცესში, არც ერთ ქვეყანას, არც ერთი იარაღი არ გადაუცია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ დამატებითი რისკები.", - განაცხადა დავითულიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)