|
2023-01-11 14:07:35, 873 ნახვა
პოლიტიკა
გივი მიქანაძე - სააკაშვილი მიზანმიმართულად ახორციელებს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებას
მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად ახორციელებს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებას, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ მოატყუეს თავისმა თანაგუნდელებმა, დაჰპირდნენ რევოლუციას, - მიქანაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "თავი არ უნდა შეიწუხოს სიების შედგენით", რადგან ის სასჯელს მაინც მოიხდის. "მე მოვუწოდებდი ამ ადამიანს, რომ თავს უხერხულში ნუ ჩაიგდებს მსგავსი განცხადებების გაკეთებით, იმიტომ რომ მის იმიჯზე მოქმედებს ეს და ვეტყვი, რომ ტყუილად ნუ შეწუხდება სიების შედგენით, რადგან ეს ქვეყანა შენდება კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლების პატივისცემაზე და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, მოსწონს ეს თუ არ მოსწონს, ის სასამართლოს წინაშე წარდგება. სააკაშვილი მიზანმიმართულად ახორციელებს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებას, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ მოატყუეს თავისმა თანაგუნდელებმა, დაჰპირდნენ რევოლუციას",- განაცხადა გივი მიქანაძემ. შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)