12:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 09:24:51, 1233 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკიმ მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა

უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ უკრაინელ დეპუტატებს - ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირებისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მოხდა.

"მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც მომზადდა СБУ-მ და სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ და ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მე გადავწყვიტე შემეწყვიტა მოქალაქეობა ოთხი ადამიანისთვის: ვიქტორ მედვედჩუკი, ტარას კოზაკი, ანდრეი დერკაჩი და რენატა კუზმინი. 

თუ სახალხო დეპუტატები აირჩევენ ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში ჩასულ მკვლელებს, მაშინ ჩვენი ქმედება შესაბამისი იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გარდ ამისა, "украинская правда"-ს წყაროს ცნობით, იგეგმება სახალხო დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics