|
2023-01-10 17:30:53, 847 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ჰოჯესი არის ლობისტურ მოძრაობაში ჩართული და აკეთებს ოპოზიციისთვის სასარგებლო განცხადებებს
„როცა ის იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში ნატოსი, მაშინ რა თქმა უნდა მას ასეთი საბრძოლო განწყობები არ გააჩნდა. ახლა არის პენსიაზე გასული და მისი პასუხისმგებლობა ნულია.", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას. მისივე თქმით, ჰოჯესი ოპოზიციურ ლობისტურ მოძრაობაშია ჩართული და აკეთებს ოპოზიციისთვის შესაბამის სასარგებლო განცხადებებს. მან დასძინა, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა ფინანსტური ინტერესიც ახლდეს, ვინაიდან, როგორც წესი, ლობისტური საქმიანობა გარკვეული ანაზღაურების საფუძველია. „როცა ის იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში ნატოსი, მაშინ რა თქმა უნდა მას ასეთი საბრძოლო განწყობები არ გააჩნდა. ახლა არის პენსიაზე გასული და მისი პასუხისმგებლობა ნულია. ის არის ოპოზიციურ ლობისტურ მოძრაობაში ჩართული პირი და აკეთებს ოპოზიციისთვის შესაბამის სასარგებლო განცხადებებს. შეიძლება ფინანსური ინტერესიც ჰქონდეს, მაგრამ როგორც წესი, ლობისტური საქმიანობა არის გარკვეული ანაზღაურების საფუძველი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ არ არსებობს რისკი ომში ჩართვისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს ისტორიის სწორ მხარეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)